79 დასახელების მედიკამენტი საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

მედიკამენტები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის ჭ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 79 დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს.

აღნიშნულ მოქალაქეს მედიკამენტები, ავტომობილის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 879,53 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტის ნახვა