ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მხარეებმა დღევანდელ პროცესზე, მტკიცებულებები წარმოადგინეს. ირაკლი ჯინჭარაძე, სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ადვოკატები ჯინჭარაძის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. ბულვარის ყოფილი დირექტორი ასევე ითხოვს, რომ სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო.

მორიგი პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მეტის ნახვა