ბათუმში, 8 ოქტომბრის ტრაგედიის ფაქტზე დაკავებულების პროცესი იწყება

8 ოქტომბრის ტრაგედია

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების პროცესი იწყება. დღეს მხარეებმა მოსამართლეს მტკიცებულებები უნდა წარუდგენონ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვს.

საქმეზე დაკავებულია ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები - მამა-შვილი სურმანიძეები. ამ უკანასკნელთა ადვოკატის განმარტებით, ექსპერტის დასკვნით, კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ​ გამოიწვია, თუმცა პასუხისმგებელი მხოლოდ მეპატრონეა.

სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა.

სასამართლოსთან იმყოფებიან გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი.

მეტის ნახვა