დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე პროკურატურამ „მოსმენების საქმეზე“ დაზარალებულად ცნო

მამალაძის კრებსებზე

დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე პროკურატურამ „მოსმენების საქმეზე“ დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ თავად, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა მასალები ე.წ. კრებსები, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ, დაახლოებით, 58 ათასამდე ფაილს მოიცავს.

მასალებში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა ასახული.

მეტის ნახვა