გალიფ ოზთურქის საქმე - ადვოკატების თქმით, ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია

გალიფ ოზთურქი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენის საქმის არსებითად განხილვა დაიწყო. პროცესს ბრალდებული არ დასწრებია.

ადვოკატებმა მიზეზად გალიფ ოზთურქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელეს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს. მათი თქმით, ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი  მკურნალობა არ უტარდება.

მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარის არგუმენტები აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით იმ საფრთხეებზე ვერ ანეიტრალებს, რაც  ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით  სისხლის სამართლის საქმეს ადვოკატების მიერ წარმოდგენილი ქიმიურ-ტოქსიკური ექსპერტიზის დასკვნა და  გამოსაკითხი მოწმეები დაემატება.

საქმის არსებითად განხილვა 21 ოქტომბერს განახლდება.

შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს. გამოძიება ბიზნესმენს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება.

მეტის ნახვა