ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმე

დღეს, ე.წ  „თიბისი ბანკის“ საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება შეცვალა და ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან სამივე გაათავისუფლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება, რომელიც 2008 წელს განხორციელდა.  პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძესა და ტელეკომპანია ტვ პირველის მფლობელის მამას  ავთანდილ წერეთელს,

16 754 000 -ი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.  ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა არ მიესაჯათ, დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ჯაფარიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პროკურატურის თაღლითობის გაგრძელებაა, რადგან ფულის გათეთრების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

ბრალდებულების მსგავსად, განაჩენის მეორე ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.

საბოლოოდ, როგორ გაგრძელდება ე.წ. TBC ბანკის საქმე და რა იქნება  მსჯავრდებული  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია. ახლა ჯერი სააპელაციო სასამართლოზე დგას. 

მეტის ნახვა