კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელი წარმოებაში მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმის განხილვა 23 აგვისტოს ჩაინიშნა. მმართველი გუნდი სამ ტელევიზიას - ფორმულას, მთავარ არხს და ტვ პირველს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.

საუბარია 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებაზე. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს კრიტიკული ტელევიზიების ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.

მეტის ნახვა