დიდთოვლობა აჭარის მუნიციპალიტეტებში - სად როგორი მდგომარეობაა

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში, საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესში 80 სპეცტექნიკაა ჩართული. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა, დღის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება. შემდეგ კი, სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე გაგრძელდება.  

მეტის ნახვა