რომელი მიკროავტობუსი იმოძრავებს აჭარის მაღალმთიანეთის მიმართულებით?

უამინდობის მიუხედავად, მგზავრთა გადაყვანა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით ხორციელდება. ბათუმის ავტოსადგურში, მძღოლები ამბობენ, რომ დიდთოვლობის გამო, მგზავრი ნაკლებია, თუმცა, ცენტრალური გზა გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელი. მათივე თქმით, სამუშაოდ ვერ გამოვიდნენ ის მძღოლები, რომლებსაც ტრანსპორტი ამინდის შესაბამის, მზაყოფნაში არ ჰყავთ.

ბათუმის ავტოსადგურში, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ადგილზე ორი მიკროავტობუსი დაგვხვდა: ქედის ორი სოფლის მიმართულებით, ერთი შუახევში, სოფელ ხიჭაურში მიმავალი და ერთიც ხულოს ტრაფარეტით. თუმცა, ტერიტორიაზე, სადგომების უმრავლეოსობა, მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, თავისუფალია. 

მეტის ნახვა