შემზარავი შემთხვევა ხულოში - 3 წლის ბავშვი ხევში გადავარდა

შემზარავი შემთხვევა ხულოში. 3 წლის ბავშვი, ბაბუასთან ერთად, ხევში გადავარდა. ინციდენტი სოფელ ბეღლეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბაბუასთან ერთად, სამეურნეო ტექნიკით, ე.წ. მოტობლოკით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტექნიკა ამოყირავდა და ხევში გადავარდა.

დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მედიცინის დეპარტამენტში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - აღენიშნება ტრავმა თავის არეში. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკისგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით.

რაც შეეხება ბაბუას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 281-ე მუხლით იძიებს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

[მასალა განახლებადია]

მეტის ნახვა