ახალი ამბები • 1769693544
აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია, დიდ ბრიტანეთში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე განხორციელდა. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები Global Birdfair 2025-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წარადგინა. გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში განვითარებული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, რეგიონში მიგრირებადი მტაცებელი ფრინველებისა და სახეობების შესახებ.
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიცეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებადიქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარამსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციისერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება დამიგრირებადი მტაცებელი ფრინველების რაოდონობისადა სახეობების სიმრავლით მსოფლიოში მესამეადგილზეა. მხოლოდ საშემოდგომო მიგრირების დროსბათუმის კორიდორში 2 მილიონზე მეტი მტაცებელიფრინველი აღირიცხება.
ბრიტანეთის გამოფენა Global Birdfair 2025 ერთ-ერთიყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც მთელიმსოფლიოდან ორნითოლოგები და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები იკრიბებიან, ეცნობიანრეგიონისთვის დამახასიათებელ ენდემური სახეობისფრინველებს, მათი მიგრაციის მარშრუტებს და მტაცებელი ფრინველების მიგრაციის გათვალისწინებით გეგმავენ სამომავლო მოგზაურობის ადგილებს.
გამოფენის მთავარი მიზანია ფრინველებზედაკვირვების საერთაშორისო კონსერვაციისპროექტების მხარდაჭერა. Global Birdfair 2025-ს ყოველწლიურად 24 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 450-ზემეტი კომპანია მონაწილეობს.






















