ახალი ამბები • 1763483982
აჭარაში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
აჭარაში, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურის თანამშრომლებმა, გატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდიოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, გაასაღა საერთო ჯამში 7 400 აშშდოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100 დოლარიანიკუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბიკუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდევადით."- წერია საგამოძიებოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
1756113571





















