აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ლადო ტატიშვილმა თანამდებობა დატოვა

ტატიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება ლადო ტატიშვილმა უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე მიიღო. ტატიშვილის გადადგოის შესახებ ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გახდა. საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ წევრებს ტატიშვილის წერილი გააცნო და ცნობად მიიღო.

ამ ეტაპზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ვლადიმერ ტატიშვილის პირველი მოადგილე ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.

ვლადიმერ ტატიშვილი სამწლიანი ვადით 2022 წლის 11 ნოემბერს აირჩიეს. 

მომავალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი წინმსწრებად, 13 აგვისტოს, გამოცხადდა.

მეტის ნახვა