ახალი ამბები • 1769693544
ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
ახალი ამბები
1752065820
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამის ბრძანებას ხელი 9 ივლისს მოეწერა.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. სწორედ მის სახლში მოხდა ინცინდენტი, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა
მეტის ნახვა






















