ახალი ამბები • 1763483982
ამერიკა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
ამერიკის შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.
რუბიოს თქმით, უცხოელი სატვირთო მანქანების მძღოლების მზარდი შედინება ამერიკაში, საფრთხეს უქმნის ამერიკელებს და საარსებო წყაროს უქრობს სატვირთო მანქანების ამერიკელ მძღოლებს.
„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს ამცირებს“, – წერს რუბიო.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ ვიზების გადახედვა დაიწყო. მათივე ცნობით, მოწმდება უკვე გაცემული ვიზის მფლობელი 55 მილიონი ადამიანი
1756113571





















