ახალი ამბები • 1749795120
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება
ახალი ამბები
1749536820

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობას თამარ ტალიაშვილი დაიკავებს.
"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ღ" ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა", - წერია ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
აქამდე თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

“ეს იყო კლასიკური გატაცება” | კოტე იოსელიანი
1749645219

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა