ბახმაროში, დოღის მიმდინარეობისას ცხენი ადამიანს დაეჯახა - დაშავებულია 1 პირი

დაშავებული

ამ წუთებში, ბახმაროში, დოღი მიმდინარეობს. შეჯიბრში მონაწილე ერთ-ერთი ცხენი სარბენი ნაწილიდან გადავიდა და ადამიანს დაეჯახა. მოქალაქე თავს კარგად გრძნობს.

გარდა ამისა, დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა - პირი, რომელიც ცხენით ჯირითობდა, გადმოვარდა და მანქანას დაეცა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. დაშავებულს დაზიანება ფეხის არეში აქვს და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

მეტის ნახვა