ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. 

„ბათუმელების“| „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 5 თვეა პოლიციელზე სილის გაწვნის გამო პატიმრობაშია. სწორედ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 

საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე 8 მაისს დაკითხეს, რომელმაც თქვა, რომ "ტკივილი განიცადა."

იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. 

მეტის ნახვა