ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

აქცია

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის N8-ში მცხოვრებმა 60-მა ოჯახმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივები პასუხებს და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ იმ მშენებლობაზე, რომელიც, მათი თქმით, კანონდარღვევით ხორციელდება და გავლენიანი პირების ინტერესებზეა მორგებული.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, მიმდინარე მშენებლობაში ინტერესები აქვთ როგორც მოქმედ, ისე ყოფილი საჯარო მოხელეებს. დასახელდა კონკრეტული სახელ-გვარები, მათ შორის: ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე, მშენებელი ჯუმბერ ზოიძე და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქმედებებისთვის გარკვეულ ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მასშტაბურ აქციას აანონსესებენ. 

მეტის ნახვა