ბათუმში, მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ბავშვი დაახლოებით ათი დღის იყო. თვითმხილველის თქმით, ადგილზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლები გამოიძახეს.

ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას. პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.

მეტის ნახვა