ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

პოლიციის ხაზი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, მოქალაქე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში TV25.GE-ის უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა