ენმ ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ გამოძიება, ამ დრომდე, დუმს. ხელისუფლების ოპონენტებმა, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

გარდაცვლილის და, ნაზი ფუტკარაზე აცხადებს, რომ დამნაშავეები გამოძიებისთვის უკვე ცნობილია და ისინი უნდა დასაჯონ. ოპოზიცია დეპუტატის გარდაცვალებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას დავით რიჟვაძეს და სხვა მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ. 

მეტის ნახვა