“ეს იყო კლასიკური გატაცება” | კოტე იოსელიანი

იოსელიანი

ენმ-ის ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გატაცების საქმეზე უნდა გამოიკითხოს.

"ეს იყო კლასიკური გატაცება, მისი ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან ეს იყო ძალადობის ფონზე. იყო რამდენიმე ადამიანი. როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმ სეტის გაგრძელება იყო, როცა ადამიანებს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ და თვალებზე პირბადის მსგავსი რაღაცის წამოცმის შემდეგ, მივხვდი რაშიც იყო საქმე. ჩემი საცხოვრებელი სახლიდან არც თუ ისე შორს გადამიყვანეს. ვვარაუდობ, რომ ეს არის საბურთალოს ტერიტორია... შემდგომში იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან შესრულდა... არ ვთვლი, რომ რაიმე პრინციპულ კომპრომისზე წავედი. ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიში მქონდა მოხდილი და მეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად. საუბარი იყო ჩემ შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაგეგმა და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, რომ გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო - თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმესთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ თვალი" - თქვა იოსელიანმა გამოკითხვაზე შესვლამდე.

მეტის ნახვა