ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე - კომისია საქართველოზე

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა. წევრების შეფასებით,  საქართველომ კანდიდატის სტატუსი  გარკვეული დათქმებით უნდა მიიღოს. რეკომენდაციებში, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ  დასკვნაში გასცემს, "დეოლიგარქიზაციაა" ნახსენები.

EU საქართველოსგან ინსტიტუციურ გაძლიერებას, ანგარიშვალდებულების გაზრდას, მართლმსაჯულების რეფორმასა, მედიის დამოუკიდებლობას ხაზგასმით ითხოვს. პირობებში, რომელიც ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ასევე მოხვდა პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ -  დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.

ვურჩევთ საბჭოს, მისცეს ევროპული მომავალი საქართველოს, მაგრამ შეხედოს, როგორ დააკმაყიფოლებს პირობებს სანამ მისცემენ კანდიდატის ქვეყნის სტატუსს, - განაცხადა ევრკომისიის პრეზიდენტმა. 

მეტის ნახვა