ახალი ამბები • 1755017278
“ფარულად დაეუფლა მოქალაქის ოქროს” |ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავეს
ახალი ამბები
1753256495
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბრძოლა ბოლომდე” | გიორგი ახობაძე
1754487420
სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა



















