განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს | დაკავებულია ერთი პირი

პოლიცია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სობოტექსის“ 439 აბი და აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს."- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მეტის ნახვა