გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბატუტიდან ქარმა გაიტაცა

გარდაიცვალა 9 წლის ბავშვი, რომელიც ბატუტიდან ქარმა გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამაშველო სამსახური იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით, ძირს დაანარცხა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მოზარდი, მათგან ერთი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, დაშავებული ბავშვი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა