ახალი ამბები • 1752267330
გიორგი ვაშაძე დააკავეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში დააკავეს. ვაშაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. თავად გიორგი ვაშაძე განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.
პარტიის ოფისში მყოფები სამართალდამცველებს შეძახილებით მიმართავდნენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!“ და „არ გრცხვენიათ?“. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გუშინ 8-8-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს კი სასამართლომ 7 თვით პატიმრობა შეუფარდა.

1752065820

1745312322