ახალი ამბები • 1769693544
გივი თარგამაძე დააკავეს
ახალი ამბები
1751012220
გივი თარგამაძე დააკავეს. განაჩენის გამოცხადება გივი თარგამაძემ საკუთარ სახლში გაიგო, რის შემდეგაც თავად წავიდა პოლიციაში.
თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო მიესაჯა. ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.
მეტის ნახვა






















