ივანიშვილის გუნდი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს | რეპრესიული კანონმდებლობა მამუკა მდინარაძემ დააანონსა

მდინარაძე

ივანიშვილის გუნდი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს. რეპრესიების ახალ ტალღასა და  მოსალოდნელ ცვლილებებზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. ცნობილი ხდება, რომ ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, შენობებში აქციებს კი ზღუდავს.

"ოცნების" გადაწყვეტილებით, წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.


მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.

წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და მათი შეურაცხყოფისათვის სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება, აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.
იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5-დან 6 წლამდე.
ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, ეს კონკრეტული გარემოებები გადადის დამამძიმებელ გარემოებებში და იქნება ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირი“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ადმინისტრაციული ჯარიმების და პატიმრობის ვადის გაზრდას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ “ადმინისტრაციული პატიმრობა “ოცნებამ" შეცვალა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ 15 დღემდე და ამაყობდა ამით“.

“12 წლის თავზე გადაწყვიტეს ისევ გაზარდონ, ამჯერად 60 დღემდე“, - წერს ქურდოვანიძე.

მეტის ნახვა