ახალი ამბები • 1749795120
“კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს” | ლუკა ნაცვლიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში

“კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს” - წერს აქტივისტი და "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
"ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება? მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც მივხვდი, ვისწავლე, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო, შევედი ამ ბრძოლაში. ეს ბრძოლა არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება. ამ ბრძოლას საუკუნეების მანძილზე ეწირებოდნენ ისეთივე გოგო-ბიჭები, როგორებიც ჩვენ ვართ, მათაც თავისუფლება უნდოდათ და ამ ბრძოლაში ჰყავდათ მტრები. მტერი სხვადასხვა იყო, მრავალი, მიზანი კი ერთი.
სწორედ თავისუფლება იყო, არის და იქნება მიზანი მანამ, სანამ ჩვენი გულები ერთხმად სცემს თავისუფლებისთვის, რადგან თავისუფლება ჩვენი გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. თავისუფლების შეგრძნებაა ის, რაც ჩვენს გულს და გონს თანაბრად სურს და ერწყმის ერთურთს მარადიულობის ყიჟინით.
კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს! უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისთვის ვიბრძვით. ამ იდეისთვის იბრძოდნენ და ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, იდეისთვის მსხვერპლის გაღება კი ყველაზე მეტ ძალას სძენს თავად იდეას.
ერთმანეთის იმედი გვქონდეს, რადგან მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას.
"რადგაბ სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!""-წერს ნაცვლიშვილი წერილში.
ნაცვლიშვილი ბათუმში 26 მაისის საპროტესტო აქციაზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს. ნაცვლიშვილს 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა,

1749645219

1739131407