მიკროავტობუსის და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

პოლიცია

სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსის და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დამყარების ჯგუფებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კასპის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ყველაზე მძიმეა სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიკროავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავტობანზე ავარია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა