მოაწყვე ჭკვიანი სახლი ალტას განახლებული პლატფორმის დახმარებით

მოაწყვე ჭკვიანი სახლი ალტას განახლებული პლატფორმის დახმარებით

თუ შენ ის ადამიანი ხარ, ვინც ტექნოლოგიურ ინოვაციებს მუდამ თვალს ადევნებს და მათი დანერგვა ყოველდღიურობაში ყოველთვის უხარია, მაშინ ალტას ჭკვიანი სახლის კატეგორია სწორედ შენთვისაა. სამი ათწლეულის მერე ალტა კვლავ რჩება ახალ ტექნიკაში ყველაზე სანდო გზამკვლევად ქართველი მომხმარებლისთვის. ცოტა ხნის წინ  კომპანია ახალ საფეხურზე გადავიდა და მომხმარებელს სრულად განახლებული ონლაინ პლატფორმაც შესთავაზა, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. ამ განახლების მთავარი მიზანია, ტექნიკის შერჩევისა და შეძენის პროცესი გახდეს კიდევ უფრო მარტივი, ინტუიციური და კომფორტული, ისევე როგორც თავად ტექნოლოგია, რომელსაც კატალოგში იპოვი.

ხშირად ონლაინ შოპინგის მთავარი მინუსი ისაა, რომ როცა საქმე შედარებით რთულ ან ინოვაციურ ტექნიკურ მოწყობილობებს ეხება, პროდუქტის შერჩევა კი გაურკვევლობასა და დიდ დროსთან არის დაკავშირებული. მომხმარებელს უწევს უამრავი ვარიანტის დათვალიერება, ტექნიკური მახასიათებლების დამოუკიდებლად შესწავლა და იმედს იტოვებს, რომ არჩეული პროდუქტი მის მოლოდინს გაამართლებს. ალტას განახლებული პლატფორმის შექმნისას, კომპანიამ ყველა ეს გამოწვევა გაითვალისწინა. ახალი დიზაინი კიდევ უფრო ინტუიციურია, პროდუქტები დეტალურად კატეგორიზებული, ფილტრები ახლა საშუალებას გაძლევს უფრო მეტად დაავიწროო შენი პრიორიტეტების შესაფერისი მოდელების არჩევანი, ხოლო გაუმჯობესებული ძიების ფუნქციონალი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს. ყველა ეს დეტალი შოპინგის პროცესს ბევრად უფრო სწრაფსა და სასიამოვნოს ხდის, ვიდრე ადრე.

ასეთი ზუსტი და სენსიტიური მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ჭკვიანი სახლის კატეგორიას ეხება. ჭკვიანი სახლისთვის შესაბამისი ტექნიკის  შერჩევას ხომ ყოველდღიურობის ბევრად გაუმჯობესება შეუძლია, განსაკუთრებით დატვირთული ადამიანებისთვის, რომლებსაც ისედაც ნაკლებად ყოფნით დრო. წარმოიდგინე, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს სახლი ყოველთვის განათებული გხვდება, შიგნით ტემპერატურა უკვე ოპტიმალურ მაჩვენებელზეა — შესაბამისად, გრილა ზაფხულში და თბილა ზამთარში.

ალტას განახლებულ პლატფორმაზე მარტივად აარჩევ სხვადასხვა ჭკვიან ნათურას, რათა იდეალური განათება შექმნა სიტუაციის შესაბამისად — უფრო მყუდრო ფილმის ყურებისთვის, ეფექტური მუშაობისთვის ან მაქსიმალურად კონტროლირებადი, მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

თუ დროის ძირითად ნაწილს სახლის გარეთ ატარებ (ისევე როგორც, მოდი ვაღიაროთ, დღეს ხალხის უმეტესობა), მაშინ ჭკვიანი კამერები და სენსორები დაგეხმარება ბევრად უფრო დაცულად იგრძნო თავი, მეტიც, მათი დაყენება საშუალებას მოგცემს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლო შენი სახლის უსაფრთხოება და სმარტფონზეც კი მიიღო შეტყობინებები, რათა მუდმივად არ ამოწმო.

მაგრამ, ჭკვიანი სახლის კატეგორიიდან ხალხის ფავორიტი მაინც წვრილი ტექნიკაა, განსაკუთრებით კი რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს მარტივად გათავისუფლდეს დალაგების რუტინისგან . რობოტი მტვერსასრუტი შეგიძლია საიტზე ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობითა და დასუფთავების რეჟიმებით გაფილტრო — ასე კიდევ უფრო სწრაფად იპოვი ისეთ მოდელს, რომელიც შენი სახლის მასშტაბებს კარგად მოერგება. შემდეგ კი შეგიძლია მტვერსასრუტი მიუშვა დასალაგებლად, სანამ თავად დამღლელი დღის მერე დაისვენებ ან რამე უფრო სასიამოვნოზე დახარჯავ დროს. ალტას პლატფორმის დახმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნი შენზე მორგებულ ჭკვიანი სახლის ეკოსისტემას და ბევრად გაიუმჯობესებ ცხოვრების ხარისხს.

ჩვენს ონლაინ კატალოგში 100-ზე მეტი ბრენდის 8,000-ზე მეტი პროდუქტია ხელმისაწვდომი, ამიტომ ყველა მომხმარებელი შეძლებს საკუთარი პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის შესაფერისი ტექნიკის არჩევას. შედარების დეტალური ფუნქცია საშუალებას მოგცემს რამდენიმე მოდელის უპირატესობები ერთმანეთს შეადარო, ხოლო თუ არჩევანის გაკეთება მაინც გიჭირს, ვებგვერდზე ლაივჩათის დახმარებით ნებისმიერ დროს შეძლებ დაუკავშირდე  ალტას წარმომადგენელს, რომელიც გირჩევს და ოპტიმალური მოდელის შერჩევაში დაგეხმარება. ხოლო მას შემდეგ, რაც შეიძენ  ჩვენი მიწოდების სერვისი უზრუნველყოფს  შენაძენი ომპტიმალურ დროში მიიღო, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ეწვიე ჩვენს განახლებულ ვებგვერდს — Alta.ge. ერთად დავამკვიდროთ ტექნიკის შეძენის ახალი, გამარტივებული სტანდარტი.

#განახლებისდროა

მეტის ნახვა