მოსახლეობა შუქისა და ბუნებრივი აირის გარეშე - დიდთოვლობის შედეგები ქობულეთში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრები ქობულეთის მერს შეხვდნენ. ოპოზიციის წევრები, ლევან ზოიძეს, ბოლო დღეებში, უამინდობით გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრნენ და მათი მოგვარება მოსთხოვეს. ოპონენტების განცხადებით, სოფლებში, ელექტროგადამცემი სადენები დაზიანდა და მოსახლეობა შუქის გარეშეა დარჩენილი. მათივე თქმით, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზებიც და მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უხდება. ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ პრობლემების მოსაგვარებლად დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული და  მოსახლეობას, ელექტრო ენერგიის მიწოდებაც, ეტაპობრივად აღუდგება.

მეტის ნახვა