ახალი ამბები • 1749795120
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი” ამოიღო | დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის" ,ასევე,ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვა.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბათუმში,ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი", ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს."- წერია გავრცებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

1749645219

1739131407