ახალი ამბები • 1769693544
პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა
ახალი ამბები
1749708000
პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მეტის ნახვა






















