ქობულეთში, ზღვაში მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს

პოლიცია, ზღვა, მკვლელობა

ქობულეთში, ზღვაში მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს.  35 წლამდე კაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გურიიდან იყო და ზღვაში ორი დღის წინ გაუჩინარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტის ნახვა