როდის აღდგება წყალმომარაგება?

წყალი

"ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჩაქვის მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, სათავიდან წყალმომარაგება შეეზღუდათ:

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიის მიმართულებით, თამარის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ბარცხანაში, ნობელების, მაიაკოვსკის, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, კაჩინსკების, ზღვისპირის, შავშეთის, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.

„წყალმომარაგება 22 ივლისის 20:00 საათისთვის აღდგება“ – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მეტის ნახვა