სად შეიზღუდება 12 ივნისს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა? | ბათუმის მერია ინფორმაციას ავრცელებს

ავტობუსი

ბათუმის მერიის ცნობით, 12 ივნისს, 02:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში. უწყების ინფორმაციით,  შეზღუდვის მიზეზი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დაგეგმილი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დაგეგმილი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს, 02:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება.აღნიშნული სამუშაოები 13 ივნისის დღის ბოლომდე დასრულდება.

შეზღუდვების გათვალისწინებით, 12 და 13 ივნისს, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა:

№7 - იმოძრავებს რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით;

№7ა - იმოძრავებს ბარათაშვილის, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით;

№11 - იმოძრავებს მელიქიშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით - ბარათაშვილის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო."- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტის ნახვა