სოციალური მუშაკები აჭარაშიც გაიფიცნენ - რა არის მათი მოთხოვნა?

სოციალური აგენტების საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. მეტიც, პროტესტის მასშტაბი იზრდება. აგენტები, გაფიცულები არიან აჭარაშიც. შეფერხებებია მუნიციპალიტეტების სერვის ცენტრებში, რადგან მომსახურების გაწევა მწირი რესურსით უწევთ. ფუნქციები იმ თანამშრომლებმა გადაინაწილეს, რომლებიც პროტესტის მიღმა არიან. სააგენტოს, აჭარის ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ სააგენტოსა და დასაქმებულებს შორის, შრომის ანაზღაურების საკითხზე შეთანხმება შედგება და სამუშაო რეჟიმი ჩვეული რიტმში, მალე განახლდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს, აჭარაში, სულ 80 თანამშრომელი ჰყავს. გაფიცულია მესამედი. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულები 14 იანვარს გაიფიცნენ. 

მეტის ნახვა