ახალი ამბები • 1769693544
„სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება” | მედიკოსი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობაზე
„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება” - ასე აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს ლალი ტურძელაძე.
თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ფილტვი აქვს დაზიანებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ბრალდებულის სახით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის მუხლით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი.






















