ახალი ამბები • 1752267330
თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ნიკა გვარამია არ ესწრება. მან სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ორი მოწმე მისცემს.
დღეს მედიისთვის სასამართლოს კარი დაკეტილია, ჟურნალისტებს პროცესზე არ უშვებენ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის აქვს წარდგენილი. ეს კი ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც არ გადაიხადა და გირაო პატიმრობით შეეცვალა.

1752065820

1745312322