ახალი ამბები • 1769693544
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილით მოხდა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს. რიჟვაძე სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
„თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, შეღვიძებისას კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით - თუმცა მართვის სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური. აბსოლუტურად ოჯახის მოთხოვნით გადავიყვანეთ. არც ლევანმა და არც ბატონმა პრემიერმა იმიტომ არ თქვეს, რომ ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი და მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. თურქეთმა ჩაიბარა სტაბილურად - სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინათ. აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით - პირიქით ბევრად გაუმჯობესებული წაიყვანეს“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.






















