ცხოვრება სასაფლაოების პირისპირ

ქვედა სალიბაურში მცხოვრები ზურაბ ფაღავა გვიყვება, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრება გაუსაძლისია. მისი თქმით, საცხოვრებლებთან ყოველდღიურად ახალი საფლავები ჩნდება. ამბოსს, რომ თუ კი ასე გაგრძელდება, მალე სახლთან მისასვლელ გზაზეც საფლავები გაჩნდება. ფაღავა  ირწმუნება, რომ მეზობლები კანონს არღვევენ და ამისთვის მათ არავინ აჯარიმებს.

მსგავსი,  პრეტენზიები აქვს ქვედა სალიბაურში მცხოვრებ კიდევ ათობით ოჯახს. ამბობენ, რომ ადგილობრივების ნაწილმა მიწები გაყიდა, ახალმა მესაკუთრეებმა კი, ტერიტორიაზე სასაფლაოები მოაწყვეს, რასაც აქ მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.  დასახლებასთან ახლოს, ახალი სასაფლაოს გახსნის წინააღმდეგობის მზიეზით,  არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს. დახმარების თხოვნით მიმართეს  გამგეობასაც, თუმცა, უშედეგოდ. აპირებენ სასამართლოში დავასაც.

აიპი „ხელვაჩაურის სასაფლაოებში “ განმარტავენ,  რომ  სადაო ტერიტორია მათ ბალანსზე არაა და შესაბამისად რეაგირებაც არ შეუძლიათ. ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის 2015 წლის  დადგენილებით მუნიციპალურ საზღვრებში კი,  სასაფლაოების გახსნისთვის  საკუთრების  რეგისტრაციაა საჭირო.

მესამე სექტორში საკითხის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ. იურისტი ანა მდინარძე ამბობს, რომ ხშირად  არსებული რეგულაციების აღსრულების პრობლემაც დგას.

დასახლებული პუნქტიდან 100 მეტრზე  ნაკლებ მანძილზე მიწის ნაკვეთის სასაფლად გაყიდვა აკრძალულია. ეხება თუ არა რაიმე შეზღუდვა ადგილობრივებს, რომლებიც მიწებს სასაფლაოებად ყიდიან კითხვით ხელვაჩაურის მერიას მივმართეთ. უწყებაში პასუხისმგებლობას ირიდებენ. ამბობენ, რომ საკითხი კერძო დავის საგანია  და მათ კომპეტენციას სცდება.

მეტის ნახვა