TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადება

სულხან მესხიძე

გუშინ, ჩვენს ეთერში გასული ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის შემდეგ (თემა: ენმ-ს წევრების ქორწილი რეგულაციების დარღვევით), არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა"-ს ლიდერმა, სოციალურ ქსელში TV25-ზე თავდასხმა დაიწყო.

ამ ინფორმაციის გამავრცელებელი, ხათუნა ბერიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ორგანიზაციას წარმოადგენს და მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს.

ბერიძის განსაკუთრებული აგრესიის ობიექტი, TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სულხან მესხიძე გახდა, რომლის მისამართითაც იგი მადისკრიმინებელ და ღირსების შემლახველ განცხადებებს აკეთებდა.

ფაქტს სულხან მესხიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავს ვალდებულად ვთვლი განმარტება გავაკეთო.
გუშინ, ჩვენს ეთერში გასული ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის შემდეგ, ყველამ ნახეთ რა ფორმით გამოხატა ერთ-ერთმა ადამიანმა რეაქცია.

უამრავი მხარდამჭერი შეტყობინებისა და რჩევის მიუხედავად, ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენას, მით უფრო, ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ. ადამიანს, რომელსაც ღირსება არ გააჩნია მისგან მობოდიშება სასაცილოდ მეჩვენება. არც შეპასუხებას ვაპირებ. (მინიმუმ ანგარიშგასაწევად უნდა ღირდეს, რომ შევეპასუხო).

ამ ხელისუფლების პირობებში არ ვაპირებ არაპროფესიონალ პოლიციელს მივმართო და საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემით ჩემი ძვირფასი დრო ფუჭად დავხარჯო.

აჭარა ენმ / Adjara UNM
Giorgi Kirtadze Mirdat Kamadadze ბონდო თედორაძე Levan Antadze Asmati Diasamidze Rezo Kharazi საზოგადოებამ დიდი ხანია იცის ნომინალური ფიგურა რისთვისაც გყავთ პარტიაში და ისიც ვიცით, რომ თქვენთვის "ის" არაფერს წარმოადგენს. თუმცა მე თქვენი მოსაზრების საჯაროდ მოსმენა მსურს.

ემიჯნებით? მომხდარის შემდეგ რას აპირებთ? ისევ აგრძელებთ ერთ სივრცეში უღირსი პერსონის გვერდით ყოფნასა და ბრძოლის გაგრძელებას?

P.S. მსგავს გამოვლინებებს მიჩვეულები ვართ, ამაზე უარესებიც აგვიტანია, თუმცა ეს მე და ჩემს კოლეგებს არ გვაშინებს.

მადლობა კოლეგებს მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის. ბოდიში, ამ თემაზე დამატებით განმარტებას მე აღარ გავაკეთებ. მადლობა ჩემს, იშვიათ გუნდს და ყველაზე ძვირფას, აუდიტორიას, რომლის ინფორმირებასაც ვაგრძელებთ" - წერს მესხიძე Facebook-ზე.

ფაქტს "მაუწყებელი ალიანსი" ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"დაუშვებლად მივიჩნევთ, კრიტიკული რეპორტაჟის პასუხად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა •United National Movement -ის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერის მხრიდან, TV 25 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსზე პერსონალურ და ღირსების შემლახავ თავდასხმას საჯარო სივრცეში.

იმის მიუხედავად, რომ Facebook-ზე ანგარიშ - Khatuna Beridze-ს გამოქვეყნებული პოსტი უკვე რედაქტირებულია, ეს არ ათავისუფლებს, როგორც მას, ასევე მის პარტიას, პოსტის პირველადი, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებლობისგან.

"საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი" (GARB) გამოხატავს მხარდაჭერას TV 25-ის რედაქციისადმი და მიესალმება მის ობიექტურ კრიტიკას, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. ამასთან, კვლავ შეახსენებს პოლიტიკურ ძალებს, ამჯერად ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომ სარედაქციო პროდუქტის მიმართ პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, არსებობს დავის თვითრეგულირების ორგანოები, როგორც "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ისე თავად მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების სახით", - წერია ალიანსის განცხადებაში.

ამ თემაზე, აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ერთობლივი განცხადების გავრცელებას 15:00 საათზე აპირებენ.

მეტის ნახვა