ახალი ამბები • 1762855206
უაქციზო თამბაქოს შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი და ერთი პირი დააკავეს
სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს - პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება დღეს წარუდგინა
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა ZUMERRET-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით,) და 200-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
1756113571




















