უპრეცედენტო გვალვა ირანში

tv25

#ირანი

ნა­ლე­ქე­ბის რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გამო ირან­ში და მის დე­და­ქალ თე­ი­რან­ში ძლი­ე­რი გვალ­ვაა. წყალ­სა­ცა­ვე­ბი თით­ქმის და­ცა­რი­ელ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, წყა­ლი მო­ი­მა­რა­გონ. პრე­ზი­დენ­ტმა მა­სუდ ფე­ზეშ­ქი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა თე­ი­რა­ნის ევა­კუ­ა­ცია გახ­დეს სა­ჭი­პრეზიდენტის თქმით, თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წვი­მა არ მოვა, დე­და­ქა­ლაქ­ში წყლის მი­წო­დე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა, მაგ­რამ კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ეს ზო­მაც საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდეს.

თუ წყლის ნორ­მი­რე­ბა შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს, მოგ­ვი­წევს თე­ი­რა­ნის ევა­კუ­ა­ცია,“ - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას.

ასე­ვე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­რა­ჯის წყალ­სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც წყალს რო­გორც თე­ი­რანს, ისე ალ­ბორ­ზის პრო­ვინ­ცი­ას აწ­ვდის.

ქა­რა­ჯის კაშხლის მმარ­თველ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ნა­ლე­ქე­ბი 92%-ით შემ­ცირ­და.” ჩვენს რე­ზერ­ვუ­არ­ში მხო­ლოდ წყა­ლის 8% დარ­ჩე­ნი­ლი და ისიც თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი“, - დას­ძი­ნა მან მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­დებს შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს მო­სა­ლოდ­ნელ წვი­მებ­ზე ამ­ყა­რებს, თუმ­ცა პროგ­ნო­ზე­ბი კვლავ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წყლის მი­წო­დე­ბა მკვეთ­რად შე­ი­ზღუ­დე­ბა, ხოლო ოჯა­ხებ­სა და ბიზ­ნე­სებს, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად ბევრ წყალს მო­იხ­მა­რენ, ჯა­რი­მე­ბი და­ე­კის­რე­ბათ.ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის თქმით წყლის კრი­ზი­სის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ნა­ლე­ქე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ არის, კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წი­ნან­დე­ლი, გაც­ვე­თი­ლი, წყალ­სა­დე­ნის სის­ტე­მაა, რო­მელ­საც ხში­რად აქვს გა­ჟონ­ვე­ბი.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­შ­ჰე­დის ოთხი­ვე წყალ­სა­ცა­ვი — თო­რო­ღი, ქარ­დე­ხი, დუს­ტის და არ­და­კი — მხო­ლოდ 3%-ითაა შევ­სე­ბუ­ლი და აქე­დან მხო­ლოდ დუს­ტის წყალ­სა­ცა­ვი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

დღეს თე­ი­რან­ში, ქა­რაჯ­სა და მე­შ­ჰედ­ში ჯამ­ში 16 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

მეტის ნახვა