აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მეტის ნახვა