ახალი ამბები • 1756410394
ახვლედიანი: აუცილებელია დაიკითხოს თორნიკე რიჟვაძე - როგორც ვიცი, კამერებში არ ჩანს, როგორ იღებს იარაღს...

სს
ალექსი ახვლედიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
„არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი, რომ იარაღი დაუდევრად შევინახე, გამორიცხულია. გამამართლებელი მოლოდინი მაქვს და ამაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე. ასევე ადამიანებისთვისაც, რათა სრულად ამომწურავი სურათი იყოს“.
კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მას კადრები არ აქვს.
„ვერ გეტყვით. მე არ მაქვს ეს კადრები. რა უნდა ჩანდეს. მე როგორც ვიცი, არ ჩანს როგორ იღებს იარაღს. კამერები სხვანაირად იყო. მე ვერ ვასაჯაროებ. თორნიკესთან საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია იმიტომ, რომ აკრძალულია. მე კი არ ამიკრძალეს, როგორც ვიცი ფსიქოლოგებმა 2 თვიანი ვადა მოითხოვეს მკურნალობის ციკლის დამთავრებამდე. თორნიკეს მეუღლეს ვესაუბრე, დაახლოებით 10 დღის წინ. თორნიკე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. მართლა არა მარტო მეგობარი მე-4 შვილივით მყავდა, მას რომ რამე სხვანაირი ზეწოლა ჰქონოდა, რასაც თქვენ გულისხმობთ, აუცილებლად მეცოდინებოდა. დამერწმუნეთ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა“.
ახვლედიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მამის მხრიდანაც არ ყოფილა ინფორმაცია რაიმე ზეწოლაზე.
„არა. მამის მხრიდან საერთოდ არ ყოფილა“.

1756113571