ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის ბათუმის მერია სათათბირო საბჭოს ქმნის

ოპოზიციის მოთხოვნა, დღის წესრიგიდან ამოეღოთ საკითხი, რომელიც ბათუმის მერს უფლებას აძლევს k2 კოეფიციენტი დამოუკიდებლად გაზარდოს, არ დაკმაყოფილდა. „ქართული ოცნების დეპუტატები და არჩილ ჩიქოვანი  ამტკიცებენ, რომ შესაბამისი კანონი პარლამენტმა მიიღო და იგი კონტროლის მექანიზმსაც ითვალისწინებს.

ოპოზიცია კორუფციის რისკებს ხედავს და ამბობს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის სახელით, ქალაქის ჩაბეტონება მოხდება. პროტესტი სხდომათა დარბაზშივე გამოთქვა მესამე სექტორმაც. მათ აეჭვებთ, იმ საბჭოს გამჭვირვალედ დაკომპლექტების საკითხიც, რომელიც ერთგვარი სათათბირო ორგანო იქნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებისას.

 

ამბობენ, რომ უცნობია, რა კატეგორიის ადამაინებით იქნება დაკომპლექტებული ეს საბჭო, ვინაიდან, ჩანაწერი ბუნდოვანია. როგორც არასმთავრობო ორგანიზაციები, ისე ოპოზიციური სპექტრი საკითხის ამოღებას ითხოვდა, რათა განხილვები გაგრძელებულიყო და კონსესუსამდე მისულიყვნენ, თუმცა, წინადადებაა, მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

მეტის ნახვა